17 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ნადალმა ბოლო ექვს მატჩში საუკეთესო ათეულში მყოფი ჩოგბურთელი პირველად დაამარცხა

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, შანჰაის მასტერის მესამე რაუნდში, მეცხრე ჩოგანი, კანადელი, მილოშ რაონიჩი (6:3, 7:6) დაამარცხა.

ნადალისთვის ეს ბოლო ექვს მატჩში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა ATP-ის რეიტინგის მოწინავე ათეულის წევრთან. ბოლო გამარჯვება ესპანელ ჩოგბურთელს მაისში, მადრიდის ტურნირზე ტომაშ ბერდიხთან ჰქონდა მოპოვებული.

შანჰაის ტურნირის ნახევარფინალში ნადალი, შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება.

 

წყარო: Reuters

დღის ამბები