მადრიდის რეალის ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა, თავისი აგენტის განცხადების გამო, კრიშტიანო რონალდოს ბოდიში მოუხადა.
რამდენიმე დღის წინ Guardian- თან ინტერვიუში ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი და რონალდო საუკეთესო მეგობრები არ არიან, თუმცა მათ ერთმანეთი არ ეზიზღებათ. ამასთანავე, მისი თქმით, ბეილი მოდელობით არაა დაინტერესებული.
ამ განცხადების გამო, ფეხბურთელი ბარნეტთან 11 წლიანი თანამშრომლობის გაწყვეტას აპირებს.
წყარო: 101greatgoals.com