ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რაიო ვალეკანოსთან გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ სიამოვნებით გაწვრთნიდა ესპანეთის ნაკრებს.
"ესპანეთის ნაკრების გაწვრთნა სასიამოვნო იქნებოდა. ძალიან მომწონს ეს იდეა" - განაცხადა ენრიკემ.
ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს, კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეწურება.
წყარო: as.com