17 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
კევინ ლავი ექვსი თვის შემდეგ პირველად ითამაშებს

კლივლენდ კავალიერსის კალათბურთელი კევინ ლავი, ტრავმის შემდეგ პირველად გავა პარკეტზე. კვირას კლივლენდი ტორონტო რეპტორსს დაუპირისპირდება.

"ლავისთვის ეს შეხვედრა ექვსი თვის შემდეგ პირველია, თუმცა გასულ კვირას მან გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა და ნელ-ნელა ფორმაში შედის" - განაცხადა კლივლენდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა.

სეზონის დაწყებამდე კლივლენდს ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი, ტორონტოსთან და დალასთან. რეგულარული სეზონი კი 27 ოქტომბერს დაიწყება.

 

წყარო: thescore.com

დღის ამბები