ჰიუსტონ როკეტსის კალათბურთელმა ჯეიმს ჰარდენმა განაცხადა, რომ მას გუნდში ყველაფერი აკმაყოფილებს და კარიერის დასრულებას ამჟამინდელ კლუბში აპირებს.
"რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერი მაქვს. მე მომწონს ჰიუსტონში თამაში. გულშემატკივრები ყოველთვის გვერდში გვიდგანან. სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ და კარიერის დასრულება მხოლოდ ჰიუსტონში მსურს" - განაცხადა ჰარდენმა.
წყარო: houstonchronicle.com