17 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
"ქართული კლასიკო" ფრედ დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში ქუთაისის ტორპედომ თბილისის დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 68-ე წუთზე ანგარიში ტორპედოს ფეხბურთელმა, დათა სიჭინავამ გახსნა, ხოლო 94-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა ანგარიში გაათანაბრა.

მერვე ტურის შემდეგ დინამო 19 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ტორპედოს 9 ქულა აქვს და მეათე პოზიციაზე იმყოფება.

ტურის სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:

ბათუმის დინამო - სამტრედია 2:0

მერანი - შუქურა 1:2

კოლხეთი ლოკომოტივი 4:0

 

 

ფოტო: თბილისის დინამოს Facebook-ის გვერდი.

 

დღის ამბები