დღეს რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალური შეხვედრები აიღებს სტარტს.
დღის პირველ შეხვედრაში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკის ნაკრები უელსს დაუპირისპირდება. შეხვედრა ლონდონში, თვიქენჰემის სტადიონზე გაიმართება.
მეორე შეხვედრაში 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალი გამეორდება. ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 4 წლის წინ, ახალმა ზელანდიამ საკუთარ მოედანზე ფრანგები 8:7 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ დაეუფლა მსოფლიო თასს. მატჩს კარდიფის მილენიუმის სტადიონი უმასპინძლებს.
ხვალ კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება - ირლანდია არგენტინას, ხოლო ავსტრალია შოტლანდიას დაუპირისპირდება.