არსენალს და ბარსელონას თურქი ფეხბურთელის, ჰაკან ჩალჰანოღლუს შეძენა სურთ.
ბარსელონა მზადაა ფეხბურთელი იანვარშივე შეიძინოს, მას შემდეგ რაც სანქცია მოეხსნება და ახალი მოთამაშეების დამატების უფლება კვლავ ექნება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩალჰანოღლუთი მანჩესტერ იუნაიტედი და მილანიც იყვნენ დაინტერესებულნი.
თურქ ფეხბურთელს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბაიერ ლევერკუზენის რიგებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთი გოლია.
წყარო: talksport.com