ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, სეზონის ცუდ სტარტს გამოეხმაურა.
"არ ვფიქრობ, რომ სეზონს ისე ცუდათ დავასრულებთ, როგორც ახლა გამოვიყურებით. ჩელსის ხელმძღვანელობას შევხვდი და ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა. კლუბში იციან ჩემი შესაძლებლობები. კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ 2 წელია დარჩენილი და წასვლას არ ვაპირებ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოვიპოვებთ" - განაცხადა მოურინიომ.
ჩელსის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 8 ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და მეთექვსმეტე ადგილზე იმყოფება
წყარო: eurosport