ინგლისის მეორე დივიზიონის მატჩში, ნიუპორტ ქაუნთი- პორტსმუნთის დაპირისპირების პირველ ტაიმში მთავარმა მსაჯმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მეოთხე არბიტრმა შეცვალა.
შესვენების დროს სტადიონის დიქტორმა გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა - „გვჭირდება მსაჯობის გამოცდილების მქონე ადამიანი“.
შედეგად მეორე ტაიმში მეოთხე მსაჯის ფუნქციები გულშემატკივარმა, მაიკლ ჰიორდლიმ შეასრულა.
წყარო: eurosport