ESPN-ის ინფორმაციით, დალას მავერიქსი ახალი სეზონიდან გუნდის ლიდერისთვის, დირკ ნოვიცკისთვის სათამაშო დროის შემცირებას აპირებს.
გასულ სეზონში 37 წლის გერმანელი კალათბურთელი საშუალოდ 29.6 წუთს თამაშობდა, ახალ სეზონში კი ეს დრო 26 წუთამდე შემცირდება.
NBA-ის რეგულარული სეზონი 27 ოქტომბერს იწყება.
წყარო: espn.go.com