MLS-ის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში ნიუ იორკ რედ ბულმა ფილადელფიას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრაში MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. ნიუ იორკის ფეხბურთელმა, მაიკ გრელამ, მეტოქის კარი მეშვიდე წამზე აიღო.
მანამდე არსებული რეკორდი, ასევე ნიუ იორკის ფეხბურთელს, ტიმ კეჰილს ეკუთვნოდა. მას 8 წამში ჰქონდა გოლი გატანილი.
წყარო: eurosport