საბერძნეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის შეხვედრაში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.
ლარისა ერგოტელის მატჩში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი, ლეონარდო კუდრისი სიმულაციით მსაჯის მოტყუებასა და დროის გაყვანას ცდილობდა. მატჩის არბიტრმა მოითხოვა, რომ ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაეყვანათ, თუმცა სტადიონის დამხმარე პერსონალს საკაცე, რომელზეც ლეონარდო კუდრისი იწვა მოედანზე ორჯერ დაუვარდა.
შეხვედრა ლარისას გამარჯვებით 2:1 დასრულდა.