17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
იაია ტურე - "ბოროტი ენების გამო, თავს უბედურ ადამიანად ვგრძნობ"

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, იაია ტურემ, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა და ჟურნალისტები გააკრიტიკა.

“მე სეზონის შემდეგ დავბრუნდი, როდესაც სიტიმ მეორე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში. გავიტანე 12 გოლი და ჩემს ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე გავემგზავრე. თითქმის ორი თვე გამიცდა და ამის მერე მაკრიტიკებენ, რომ ვეღარ გამაქვს იმდენი გოლი, რამდენიც ადრე.

ბრიტანელი ჟურნალისტები შეცდომას არ გაპატიებენ, ხოლო როდესაც ყველაფერს კარგად აკეთებ, ხმას არ იღებენ.

მოვიგე ბევრი ტიტული, მშვენიერი ანაზღაურება მაქვს, თუმცა ბოროტი ენების გამო, თავს უბედურ ადამიანად ვგრძნობ. მე ფეხბურთისგან დაღლილი ვარ. იმიტომ, რომ მედია ყურადღებას უფრო ნეგატიურ მხარეზე ამახვილებს, ვიდრე პოზიტიურზე.

როდესაც ბარსელონაში გადავედი, ჟურნალისტები ირონიით საუბრობდნენ, თითქოს კლუბი ჩემში მილიონებს ფლანგავდა. მე ვთქვი, რომ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარებოდი, თუმცა ამაზე სიცილი დაიწყეს. მათ ეგონათ, რომ სიტიშიც ბევრს ვერაფერს შევცვლიდი, თუმცა როდესაც ტიტულები მოვიგეთ, ხმა არ ამოუღიათ“, - განაცხადა ტურემ.

მიმდინარე სეზონში იაია ტურემ სიტის შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.

 

 

წყარო: eurosport

დღის ამბები