17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
გიორგი მაკარიძემ ჯერ პენალტი მოიგერია, შემდეგ კი გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა

პორტუგალიის თასის მესამე ეტაპის შეხვედრაში, გიორგი მაკარიძის ფეირენსე ფამალისაოს დაუპირისპირდა.

მატჩის გმირი ქართველი მეკარე გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრანების სერიაში ჯერ პენალტი მოიგერია, შემდეგ კი გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ფეირენსემ 5:4 გაიმარჯვა.

 

 

ვიდეო: Youtube.com

დღის ამბები