17 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ფერნანდო იერო თბილისშია

ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა, ესპანელი ფერნანდო იერო თბილისში იმყოფება.

იერო საქართველოს საფეხბურთო კლუბ საბურთალოს მოწვევით ესტუმრა. მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი თბილისის გუნდის ინფრასტრუქტურას გაეცნობა.

21 ოქტომბერს კი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საბურთალო - მიდტიულანდის შეხვედრას დაესწრება.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში საბურთალოს მოწვევით ჩემს მეგობრებთან ჩამოვედი. მე და კლუბის გენერალური დირექტორი, კახა ჭუმბურიძე, რამდენიმე კვირის წინ მადრიდში შევხვდით, სადაც საინტერესო საუბარი შედგა. გავეცნობი ამ კლუბის აკადემიის მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც გუნდის ხელმძღვანელებს სასარგებლო რჩევებს მივცემ",- განაცხადა იერომ.

ფერნანდო იერო 21 ოქტომბერს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საბურთალო - მიდტიულანდის შეხვედრასაც დაესწრება.

დღის ამბები