მიუნჰენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, არსენალთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისთვის დიდი ხნით ერთ გუნდში მუშაობა მოსაბეზრებელია.
"შემიძლია თუ არა ერთ გუნდში გავატარო 20 წელი, როგორც ვენგერს და ფერგიუსონს? - ეს ჩემთვის თითქმის შეუძლებელი და მოსაბეზრებელია. ამისთვის დიდი ენერგიაა საჭირო. ვენგერი და ფერგიუსონი გამონაკლისები არიან, ამასთანავე ფრანგი მწვრთნელი კლუბის სპორტული დირექტორიცაა, მას შეუძლია იმდენ ხანს დარჩეს გუნდში რამდენიც მოუნდება", - განაცხადა გვარდიოლამ.
არსენალისა და ბაიერნის შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
წყარო: telegraph.co.uk