17 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ფეხბურთელს მწვრთნელის გაკრიტიკებისთვის 3 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრების ფეხბურთელს, აბდულა კასემის, მთავარი მწვრთნელის, მაჰდი ალის გაკრიტიკების გამო 3 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ფეხბურთელმა, როგორც კი გაიგო, რომ ნაკრებში არ იყო გამოძახებული, მწვრთნელი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. შედეგად, კასემი და მისი თანაგუნდელი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და ინტერნეტში განათავსა, დამნაშავეებად სცნეს და ინტერნეტში საჯარო ეთიკის დარღვევის გამო პატიმრობა მიუსაჯეს.

კასემის ადვოკატის განცხადებით, ვიდეო ინტერნეტში მისი კლიენტის თანხმობის გარეშე განთავსდა.

 

 

წყარო: Guardian

დღის ამბები