ალ სადის ნახევარმცველს ხავი ჰერნანდესს, ბარსელონაში დაბრუნება და კლუბის სტრუქტურაში მუშაობა უნდა.
"ბარსელონას მწვრთნელობა ძალიან რთულია. მე ვუყურებდი გვარდიოლას, ვან გაალს, რაიკაარდს, ახლა კი ლუის ენრიკეს და სიამოვნებასთან ერთად, ისინი ზარალდებიან კიდეც. მწვრთნელებს ბევრს აკრიტიკებენ, თუმცა მე მინდა ფეხბურთში კიდევ მივაღწიო რამეს. ჩემი საბოლოო მიზანია ბარსელონაში დაბრუნება და კლუბის სტრუქტურაში მუშაობა" - განაცხადა ხავიმ.
ესპანელი ფეხბურთელი ბარსელონადან ალ სადში გასულ ზაფხულს გადავიდა.
წყარო: skysports.com