17 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
მამუკა გორგოძე - "არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო - დაბერდა და სახლში წასვლა ვერ გაიგოო"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ, კვირის პალიტრასთან საუბარში განაცხადა, რომ თუ 100 %-ით არ იქნება მზად, ნაკრებში აღარ ითამაშებს.

"თუ 2019 წელს სათანადო ფორმაში ვიქნები, მსოფლიო თასზე აუცილებლად ვითამაშებ. გულშემატკივრისგან ისეთი სიყვარული ვნახე, ამის შემდეგ არ მინდა, ვინმეს ვათქმევინო - დაბერდა და სახლში წასვლა ვერ გაიგოო! როგორც კი შევატყობ, რომ სათანადო ფორმაში აღარ ვარ, ჩემი სამშობლოს უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ნაკრებში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, კარგი სახელით დავასრულო სანაკრებო კარიერა", - განაცხადა გორგოძემ.

მამუკა გორგოძე 2015 წლის მსოფლიო თასზე ორჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მორაგბედ - ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. ასევე, ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

 

 

წყარო: kvirispalitra.ge

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები