17 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა

სეზონისთვის მოსამზადებლ შეხვედრაში ოკლაჰომა იუტა ჯაზს დაუპირისპირდა და მეტოქე 113:102 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი, ოკლაჰომას გამთამაშებელი, რასელ უესტბრუკი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა.

უესტბრუკმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 21 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

 

 

ვიდეო: Youtube/NBA

დღის ამბები