აზერბაიჯანული გაბალას ფეხბურთელმა, სამირ ზარგაროვმა, დორტმუნდის ბორუსიასთან გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სომეხ ფეხბურთელს, ჰენრიკ მხითარიანს გოლის გატანის საშუალება არ უნდა მისცეს.
"გუნდის ყველა ფეხბურთელი, ადგილობრივი თუ ლეგიონერი ისე უნდა მოიქცეს, რომ მხითარიანმა გოლი ვერ გაიტანოს. ჩვენ მას ბაქოში კარის აღების საშუალება არ უნდა მივცეთ" - განაცხადა ზარგაროვმა.
რამდენიმე დღის წინ, დორტმუნდის ბორუსიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სავარაუდოდ მხითარიანი ბაქოში არ გაემგზავრება.
გაბალასა და დორტმუნდის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
წყარო: armfootball.com