17 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
კახა ცხადაძე - "ვისთანაც არ უნდა ვაგებდეთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ უკმაყოფილოები"

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ 2015 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ცხადაძის თქმით, გუნდმა უკანასკნელ თამაშებში პროგრესი განიცადა, რაც მას იმ ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საფუძველს აძლევს, რომ უკვე 2016 წლიდან ახალ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებმა უკეთესი შედეგი აჩვენოს და მინიმუმ მესამე ადგილზე დაიკავოს.

"წაგება ყოველთვის არის წაგება და ვისთანაც არ უნდა ვაგებდეთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ უკმაყოფილოები. ჩვენ ეს სინდრომი უნდა მოვიცილოთ, რომ ლამაზად წაგება, კარგად წაგება არ არსებობს. წაგება არის წაგება",- განაცხადა ცხადაძემ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელთა პრემირების სისტემასაც შეეხო. მისი აზრით, ფეხბურთელების პრემირება პლეი ოფის საგზურის მოპოვების შემთხვევაშიც უნდა მოხდეს.

 

 

დღის ამბები