მიუნჰენის ბაიერნი ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"გვარდიოლასთან მომავალი თანამშრომლობის საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებთ", - განაცხადა ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ.
არსენალთან მატჩის შემდეგ (2:0), კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები ესპანელმა მწვრთნელმაც დაადასტურა.
გვარდიოლა ბაიერნის მთავარ მწვრთნელად 2013 წლიდან მუშაობს.
წყარო: eurosport