17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
რაფაელ ბენიტესი - "რონალდოსთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს"

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოსთან კარგი ურთიერთობა აქვს.

"დავიღალე გაზეთებში იმის კითხვით, რომ მე და რონალდო არ ვკონტაქტობთ. ერთმანეთთან ყოველდღე ვსაუბრობთ - ფეხბურთზე, გუნდზე და სხვა თემებზე. გულშემატკივრებს ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროთ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა", - განაცხადა ბენიტესმა.

რაფაელ ბენიტესმა რეალი გასულ ზაფხულს ჩაიბარა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები