სეზონისთვის მოსამზადებელ შეხვედრაში, ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი ფინიქს სანზს დაუპირისპირდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 12 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულია მატჩში ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
შემდეგ შეხვედრას დალასი 24 ოქტომბერს, ჩიკაგო ბულსთან გამართავს.
წყარო: gbf.ge