სანამ MLS-ის ლიგაში შესვენებაა, მანჩესტერ სიტიმ, თავის ყოფილ ფეხბურთელს, ფრენკ ლამპარდს გუნდში ვარჯიში შესთავაზა.
ინგლისელს სიტისთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიში შეეძლება, თუმცა მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ლამპარდი 13 წლის განმავლობაში ჩელსის ღირსებას იცავდა, თუმცა 2014 წელს მანჩესტერულ კლუბში გადავიდა და რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრო.
ჩელსის რიგებში ლამპარდს სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ოთხჯერ ქვეყნის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა აქვს მოგებული.
ლამპარდის ამჟამინდელი კლუბი ნიუ იორკ სიტია.
წყარო: eurosport