მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იუნაიტედის წინააღმდეგ შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
"ჩვენ დაცვიდან არ უნდა ვითამაშოთ, რადგან შემტევი ფეხბურთი უკეთესად გამოგვდის. შემტევი გუნდი ვართ და ვფიქრობ, რომ სტილი არ უნდა შევცვალოთ. მანჩესტერი წლების განმავლობაში საუკეთესო იყო და რთული იქნება მათი დამარცხება, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით", - განაცხადა დე ბრუინემ.
მანჩესტერული დერბი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:05 საათზე დაიწყება.
წყარო: mcfc.co.uk