ბარსელონას არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს არ ეჯიბრება.
"მეხმარება თუ არა რონალდო უკეთესი გავხდე? ამაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა მე მას არ ვეჯიბრები და ვფიქრობ, არც რონალდოა მსგავსი განწყობით. მე მხოლოდ ჩემი გუნდისთვის ვთამაშობ და ვცდილობ უკეთესი გავხდე.
არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ბარსელონაში ყველაფერი მაკმაყოფილებს", - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან ოქროს ბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს შორის ნაწილდება.
წყარო: eurosport