17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
სილვიო ბერლუსკონი - "იმედგაცრუებული ვარ"

მილანის პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ, ლუიჯი ბერლუსკონის თასზე ინტერთან  მარცხის შემდეგ სინიშა მიჰაილოვიჩზე ისაუბრა.

"სათქმელი არაფერია, ჩემთვის რთული მისაღებია ეს ყველაფერი. საშინლად ვითამაშეთ. მიჰაილოვიჩის მომავალი? ჯერ არ ვიცი, თუმცა მე ძალიან მსურდა ამ თასის მოგება, რადგან ის მამაჩემის სახელობისაა", - განაცხადა ბერლუსკონიმ.

ლუიჯი ბერლუსკონის თასზე ინტერმა მილანი 1:0 დაამარცხა.

 

წყარო: goal.com

დღის ამბები