17 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
მარია შარაპოვა - "თავს კარგად ვგრძნობ"

რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ, WTA-ის შემაჯამებელი ტურნირის წინ, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩინეთში ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, თუმცა ეს გასაკვირი არაა, რადგან სეზონის ბოლოს ხშირია ტრავმები. დიდი ხანი არ მითამაშია, თუმცა ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმკურნალობდი, შემდეგ კი ნაადრევად გავემგზავრე სინგაპურში, რადგან სეზონის შემაჯამებელი ტურნირისთვის აკლიმატიზაცია გამევლო", - განაცხადა შარაპოვამ.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 25 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე სინგაპურში გაიმართება.

 

წყარო: channelnewsasia.com

დღის ამბები