კლივლენდ კავალიერსის კალათბურთელმა, ტრისტან ტომპსონმა, გუნდთან კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა.
ტომპსონი და კლივლენდი დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ კონტრაქტის პირობებზე, რის გამოც 24 წლის მოთამაშემ სეზონისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გამოტოვა. საბოლოოდ მხარეები 5 წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. კალათბურთელი ამ დროის განმავლობაში 82 მილიონ დოლარს მიიღებს.
გასულ სეზონში ტომპსონის საშუალო მაჩვენებელი 8.5 ქულა და 8.0 მოხსნა იყო.
წყარო: NBA.com