ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში ერთმანეთს პსჟ და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის მიწურულს ერთ-ერთი გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა და კრიშტიანო რონალდოს ჩაეხუტა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გააკეთა.
"მე გულშემატკივრებს არასოდეს ვეტყვი უარს ავტოგრაფზე, ფოტოზე ან ჩახუტებაზე, რადგან ადრე მეც მათ რიგებში ვიყავი",- განაცხადა რონალდომ.
პსჟ-რეალის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.