მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელობამ კალენდარში ცვლილებები უნდა შეიტანონ.
"ინგლისში არაა ზამთრის შესვენება, რაც ცუდათ აისახება როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთზე. დიდი ხანია ინგლისის ნაკრებს არაფერი მოუგია, ეს იმიტომ ხდება, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელებს ძალები აღარ ჰყოფნით. პრემიერლიგა ყველაზე რთული ჩემპიონატია და ძალების გადანაწილება აუცილებელია", - განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.
წყარო: skysports.com