17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
მოურინიო - "ჟურნალისტებს ისე მოვექცევი, როგორც ისინი მექცევიან მე - არანაირი პატივისცემა"

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტები გააკრიტიკა.

"ჟურნალისტებს ისე მოვექცევი, როგორც ისინი მექცევიან მე - არანაირი პატივისცემა. თუ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვისაუბრებთ, მაშინ მზად ვარ მოვისმინო კრიტიკული აზრი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს სისულელე იქნება, მაგრამ არავის აქვს უფლება ჩემს პირადულ ცხოვრებაში ჩაერიოს. მე ეს არ მომწონს. ჟურნალისტები ყველა ზღვარს გადადიხართ",- განაცხადა მოურინიომ.

ჩელსი პრემიერლიგაში 9 ტურის შემდეგ მე-12-ე ადგილს იკავებს.

 

წყარო: theguardian.com

დღის ამბები