დღეს რაგბის მსოფლიო თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება.
ერთმანეთს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.