ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩში ერთმანეთს შვედური მალმიო და დონეცკის შახტარი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე 17 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც გოლი შორეული დარტყმით გაიტანა .
უკრაინელმა კომენტატორებმა არაბიძეს "ქართველი მესი" უწოდეს.
მატჩი ფრედ 5:5 დასრულდა.
ცოტა ხნის წინ შახტარის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ, ქართველი ფეხბურთელი პირველი გუნდის განაცხადშიც შეიყვანა.
წყარო: shakhtar.com