ლონდონის ჩელსის 14 წლის გულშემატკივარმა, ოტო ნაჰმაჩერმა, ჟოზე მოურინიოს ლონდონში სეირნობის დროს ვიდეო გადაუღო.
ამ ფაქტმა პორტუგალიელი მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია და მან სკოლის მოსწავლისთვის ტელეფონის წართმევა და მისი დამტვრევა სცადა.
"მე ვცდილობდი შორი მანძილიდან სელფი გადამეღო, მოურინიო მომიახლოვდა, მკლავში ხელი ჩამავლო და ტელეფონის წართმევა სცადა. შოკში ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა. მე ჩელსის დიდი გულშემატკივარი ვარ, მიხაროდა, რომ მოურინიო ჩვენთან დაბრუნდა. მე ჩელსის გულშემატკივრად დავრჩები, თუმცა პორტუგალიელი მწვრთნელის მიმართ არანაირი პატივისცემა აღარ მაქვს", - ოტო ნაჰმაჩერმა.
წყარო: dailymail.co.uk