17 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი - 2 ვერცხლის მედალი

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს .

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილი ფინალში გავიდა და კოსოვოელ დისტრია კრასნიქთან დამარცხდა.

საქართველოს დელეგაციას მეორე ვერცხლის მედალი თამაზ კირაკოზაშვილმა (73კგ) მოუტანა, ის გადამწყვეტ შეხვედრაში კორეელ ჰეონჩეოლ კანგთან დამარცხდა.

გუშინ, ბრინჯაოს მედალი ირაკლი კუპატაძემ მოიპოვა.

დღის ამბები