კლივლენდ კავალიერსის კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, ტრავმის გამო ინდივიდუალური პროგრამით ვაჯიშობს და მისი მონაწილეობა სეზონის გახსნით შეხვედრაში საეჭვოა.
"თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ვითამაშებ. ვთვლი, რომ რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის და თუ ასე გაგრძელდა თამაშს შევძლებ", - განაცხადა ჯეიმსმა.
27 ოქტომბერს სეზონის პირველ შეხვედრაში კლივლენდი ჩიკაგო ბულსს დაუპირისპირდება.
წყარო: nba.com