სან ანტონიო სპურსის მთავარი მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი, 2017 წლიდან ამერიკის საკალათბურთო ნაკრებს გაწვრთნის.
“როდესაც 20 წლის ვიყავი, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ვოცნებობდი, ახლა კი ეს რეალობად იქცევა. ეს მეტია, ვიდრე სამუშაო. ეს ახდენილი ოცნებაა, რაც ცხოვრებას უფრო ღირებულს ხდის“, - განაცხადა 66 წლის მწვრთნელმა.
პოპოვიჩი 21 წლის განმავლობაში იყო სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელი და გუნდი ხუთჯერ გახადა NBA-ის ჩემპიონი (1999, 2003, 2005, 2007, 2014).
წყარო: espn.go.com