იტალიის სერია ა-ს მეცხრე ტურის მატჩში მილანი სასუოლოს უმასპინძლებს.
ამ შეხვედრაში მილანის კარს 16 წლის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა დაიცავს, რომელმაც ლუიჯი ბერლუსკონის თასზე ინტერის წინააღმდეგ, მთავარი მწვრთნელის მოწონება დაიმსახურა. ოფიციალურ შეხვედრებში დონარუმას, ძირითად შემადგენლობაში არასდროს უთამაშია.
მილანისა და სასუოლოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
წყარო: eurosport