აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოიტმა ზედიზედ 5 შეხვედრა იპონით მოიგო. ფინალში კი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაამარცხა.
დღეს, საქართველოს სახელით ჯაბა მუმლაძე და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იჭიდავებენ.
ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.