ფორმულა 1-ში მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა, ლუის ჰამილტონმა, ამერიკის შეერთებული შტატების გრანპრი მოიგო და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონიც ვადაზე ადრე გახდა.
ჰამილტონმა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 327 ქულა დააგროვა და მისი კონკურენტებისთვის უკვე მიუღწეველი გახდა, ფეტელს 251, როსბერგს კი 247 ქულა აქვთ.
თავისი პირველი ტიტული ჰამილტონმა 2008 წელს მაკლარენით მოიპოვა, ხოლო შარშან უკვე მერსედესით. 3-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოგებული აქვთ - ჯეკ ბრებემს, ჯეკ სწიურტს, ნიკი ლაუდას, ნელსონ პიკესა და აირტონ სენას. მოქმედი სპორტსმენებიდან პლანეტის უძლიერესი პილოტი ოთხჯერ იყო სებასტიან ფეტელი, რეკორდსმენი კი გერმანელი მიხაილ შუმახერია, რომელიც 7-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.