იტალიის სერია ა-ს მეცხრე ტურის მატჩში, მილანმა სასუოლოს უმასპინძლა.
მილანის გულშემატკივრებმა სილვიო ბერლუსკონის, ადრიანო გალიანის და სინიშა მიჰაილოვიჩის საწინააღმდეგო ბანერები გამოფინეს:
"მწვრთნელი კარგად ლაპარაკობს და თავი სერჟანტი ჰგონია, თუმცა არც მოედანზე და არც გასახდელში არაფერი შეცვლილა."
"მენეჯერი, რომელმაც საკმარისი ფულითაც არ იცის როგორ კეთდება ტრასნფერები."
"პრეზიდენტს, რომელსაც 150 მილიონი მიზეზი აქვს გაათავისუფლოს ის ხალხი, ვინც მის ფულს ყრის."
მილანმა სასუოლო 2:1 დაამარცხა და 9 ტურის შემდეგ 13 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.
წყარო: eurosport