რაგბის მოსფლიო თასის ფინალს, რომელშიც ავსტრალია და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 44 წლის ნაიჯელ ოუენსი განსჯის.
"ეს დიდი პატივია ჩემთვის. მესამე მსოფლიო თასზე ვმსაჯობ და ვფიქრობ, რომ წლევანდელი ჩემპიონატი საუკეთესოა. ნდობისთვის მინდა რაგბის კავშირს მადლობა გადავუხადო ", - განაცხადა ოუენსმა.
ნაიჯელ ოუენსი ჰომოსექსუალია. მსაჯმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2007 წელს განაცხადა.
მსოფლიო თასის ფინალი 31 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: eurosport