სანქტ პეტერბურგის ზენიტი კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს, იჯარით აყვანას აპირებს.
ზენიტის მთავარ მწვრთნელს, ანდრე ვილაშ ბოაშს, რომელიც ფალკაოს პორტუში წვრთნიდა, ფეხბურთელის შეძენა გასულ ზაფხულს სურდა, თუმცა ვერ მოახერხა.
ფალკაოს სატრანსფერო უფლებები მონაკოს ეკუთვნის და ჩელსიში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს.
წყარო: The Telegraph