ვინ არის რაგბის მსოფლიო თასის წლის აღმოჩენა? ამ ჯილდოსთვის სამი მორაგბე - შოტლანდიელი მარქ ბენეთი, ახალ ზელანდიელი ნეჰე მილნერ-სკადერი და ქართველი ვასილ ლობჟანიძე იბრძვიან.
წლის აღმოჩენის გამოსავლენად therugbyblog.com-ი გამოკითხვას ატარებს. ამ დროისთვის მასში მონაწილეობა 6 400-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო და 95% მხარს ქართველ გამთამაშებელს უჭერს.
"მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგზარდა გამთამაშებელს დებიუტი 7 თებერვალს, გერმანიის წინააღმდეგ ჰქონდა. მან მალევე დაიმკვიდრა ადგილი ეროვნულ ნაკრებში. ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (18 წლის და 340 დღის). მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავისი წვლილი შეიტანა ქართველთა წარმატებაში", - წერს ვებგვერდი ლობჟანიძეზე.
გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე.
წყარო: therugbyblog.com
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.