ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პირველ შეხვედრაში, ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი, სტუმრად ფინიქს სანზს დაუპირისპირდა და მეტოქე 111:95 დაამარცხა .
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
დალასი მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, სტუმრად ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
ორლანდო - ვაშინგტონი 87:88
ბოსტონი - ფილადელფია 112:95
ბრუკლინი - ჩიკაგო 100:115
დეტროიტი - იუტა 92:87
მაიამი - შარლოტი 104:94
ტორონტო - ინდიანა 106:99
ჰიუსტონი - დენვერი 85:105
მემფისი - კლივლენდი 76:106
მილუოკი - ნიუ იორკი 97:122
ოკლაჰომა - სან ანტონია 112:106
პორტლენდი - ნიუ ორლეანი 112:94
საკრამენტო - კლიპერსი 104:111
ლეიკერსი - მინესოტა 111:112