მიშელ პლატინი, რომელიც საფეხბურო საქმიანობას 90 დღითაა ჩამოშორებული განაცხადა, რომ ის FIFA-ს პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატია.
"ზოგიერთ ადამიანს არ სურს, რომ არჩევნებში ჩემი მონაწილეობა დაუშვას, რადგან იციან, რომ მე გამარჯვების კარგი შანსი მაქვს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ არ უნდათ FIFA-ს ყოფილი ფეხბურთელი ხელმძღვანელობდეს. მე ერთადერთი ვარ ვინც 100 პროცენტით დაკავშირებულია ფეხბურთთან. კარგად ვიცნობ საფეხბურთო ოჯახს და მის სუსტ მხარეებს", - განაცხადა პლატინიმ.
წყარო: The Telegraph